გერმანიის ელჩი ღარიბაშვილს შეხვდა და "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ესაუბრა - ამის შესახებ პეტრ ფიშერმა შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.

"მადლობა ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" დეტალური და გულწრფელი გაცვლისთვის, განსაკუთრებით გერმანიის შეშფოთებასთან დაკავშირებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტსა და ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ვიდრე ბერლინში 12 აპრილს ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება", - დაწერა ფიშერმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი