
"საქართველოს მთავრობა საფრთხეში აყენებს ქვეყნის მომავალს EU-ში. ველოდები, რომ ოლაფ შოლცი ამას გარკვევით იტყვის კობახიძესთან საუბარში", - ამის შესახებ ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაითერი სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.
საქართველოს მმართველი პარტია თავისი უახლესი საკანონმდებლო წინადადებით დააშინებს და დისკრედიტაციას მოუტანს საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებას. ამით ის საფრთხეში აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირში.
ველოდები, რომ კანცლერი შოლცი ამას გარკვევით იტყვის პარასკევს პრემიერმინისტრ კობახიძესთან საუბარში. გერმანია დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია, - წერს ის.