
"უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების მიცემა. ამ [რუსული] კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს, სრულად შეჩერდება," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა X-ზე დაწერა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ამ განცხადებას გამოეხმაურა:
"ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში".