
ქართველი სამოქალაქო აქტივისტები ბერლინში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ - ინფორმაციას აქტივისტების გაერთიანება ევროპაში gza.europe სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ აქცია 12 აპრილს, 11:30 სააზე, კანცლერამთთან გაიმართება.
"პარასკევს, 12 აპრილს 11:30 საათზე კანცლერამთთან (Bundeskanzleramt), ჩვენი მეგობრები და ჩვენ ვაწყობთ აქციას საქართველოს მთავრობის მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ დღეს მართავს ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიაში და ამიტომ აქაურ ქართველებს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას რომ არ შეუშალოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, წინ არ აღუდგეს ჩვენი კონსტიტუციურ არჩევანს და უკან გაიწვიოს მისი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი!
შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!" - წერია განცხადებაში.