"[რუსული კანონი] დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
სახდეპში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ამით მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვას, "თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. ხედავთ დემოკრატიული უკუსვლის საქართველოში?" უპასუხა.
"მე არ მინდა, გავაკეთო ფართო შეფასება, გარდა იმ შეფასებისა, რომელიც ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით წინა დღეს გავაკეთე, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ის დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია," - განაცხადა მილერმა.