
"ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით POLITICO სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ქართველების 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მთავრობა შიშობს, რომ ეს ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის.
POLITICO-სთან ანონიმურად საუბრისას ევროკომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს და მმართველ პარტიას მისი გაწვევისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს მმართველი პარტიის მიერ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა სერიოზულად შემაშფოთებელი განვითარებაა და საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ აღებული საჯარო ვალდებულებების შესაბამისად.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მათ შორისაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობა და სამართლებრივ და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მათი მნიშვნელოვანი ჩართულობა და თავისუფლად საქმიანობა," - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.
POLITICO ასევე წერს, რომ შეაფასებს "ოცნების" მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის გავლენას და მოამზადებს "მოხსენებას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ," გაფართოების მომავალ ანგარიშშს, რომელსაც შემოდგომისთვის უნდა ველოდოთ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნებიდან" მათთან კომენტარზე უარი თქვეს.