ISSA-ის კვლევა: საზოგადოების 56.6%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით მართავს სასამართლოს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარ არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

რამდენად ეთანხმებით, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით მართავს სასამართლოს? - ამ კითხვას გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება.

  • ვეთანხმები - 56.6%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 22.4%
  • არ ვეთანხმები - 21.0%.

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი