ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა

გამოქვეყნდა:

The Times of Israel-ის ცნობით, ირანის თავდასხმის გამო, ჩაკეტვიდან 7 საათის შემდეგ, ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა.

ქვეყნის აეროპორტების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ასობით ირანული რაკეტისა და დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ადგილობრივი დროით 7:30 საათიდან გახსნა საჰაერო სივრცე.

"თელ-ავივიდან ფრენების განრიგი სავარაუდოდ შეიცვლება და მოგზაურებმა უნდა შეამოწმონ ფრენის დრო," - ნათქვამია განცხადებაში.

The Times of Israel ინფორმაციით, საჰაერო სივრცე გახსნა იორდანიამაც. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი