ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე | ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა. საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმა ქვეყნის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მათ შორის, დედაქალაქ იერუსალიმშიც.  

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამერიკული ძალების დახმარებით, თავდასხმა მოიგერიეს და დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა - 7 წლის გოგონა, რომლის სახლსაც ჭურვი იმ დროს დაეცა, როცა მას ეძინა. ბავშვი ახლომდებარე ჰოსპიტალშია სამკურნალოდ გადაყვანილი. დაზიანდა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაც.

ირანის გარდა, ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. ჯამურად იერიში 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქვეყნის საჰაერო სივრცე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დახურული იყო, თუმცა დღეს დილით გაიხსნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი