"ძალიან მძიმე ღამე იყო... დაახლოებით 735-ჯერ გაისმა სირენის ხმა" | ისრაელში მყოფი ქართველები

გამოქვეყნდა:

ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე - ისრაელში მყოფი ქართველები "მთავარ არხს" უყვებიან, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ვითარება სტაბილურია და თითქმის ყველაფერი აღდგენილია. ჯერჯერობით მუშაობა არ განუახლებიათ მხოლოდ სკოლებსა და ბაღებს.

მოქალაქეები ასევე გვიყვებიან, რომ მათ რამდენიმე დღით ადრე იცოდნენ, რომ ირანი თავდასხმას გეგმავდა და ხელისუფლებისგან გაფრთხილებულები იყვნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.

"შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე ღამე იყო წუხელ ისრაელში. დაახლოებით 735-ჯერ გაისმა სირენის ხმა, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავი უნდა შეგვეფარებინა უსაფრთხო ადგილებისთვის. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ე.წ. ბუნკერებში, მომარაგებული გვქონდა სასმელი წყალი და საკვები. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულები ვიყავით მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, მაინც იყო პანიკა და იყო შიში. რაც შეეხება ახლა არსებულ ვითარებას, მოძრობა არის აღდგენილი. თუმცა, რიგი დაწესებულებები არ მუშაობენ, არ მუშაობს არც სკოლა და არც ბაღი და არის რეკომენდაცია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შევიკავოთ ქუჩაში გადაადგილებისას," - ამბობს ერთ-ერთი ქართველი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი (ბავშვი). დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი