
"არა რუსულ კანონს" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით თელავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და რუსული კანონი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვეტილება, კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის ეს ქმედება საქართველოს ევროპისგან აშორებს.
"ეს ის მთავრობა არ არის, რომელიც ნდობას იმსახურებს, ერთი. და მეორე, ნებისმიერ კანონს როგორ გამოიყენებს, ეს არის მეორე. ეს მთავრობა რომ იყოს ისეთი, რომელიც მიზნად ისახავს რაღაცას, გაიგებდა კაცი. მაგრამ ეს [კანონი] მიზნად ისახავს, რომ ბიძინა იყოს მშვიდად", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს რუსულ კანონს განიხილავს. მისი განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება ქუთაისშიც და დაგეგმილია სხვა რეგიონებშიც.
ავტორი: ია გულიაშვილი