ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა რომან გოცირიძესაც დაატოვებინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძესაც დაატოვებინა.

გამომაძევეს იმის გამო, რომ მთავარი შეკითხვა არ მათქმევინეს, ის რომ დეკემბერში ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ეს კანონი რაც შემოაქვთ უწყობს პირველ რიგში პოლარიზაციას ხელს, დეპოლარიზაცია იყო ერთ-ერთი მოთხოვნა. ყველა კანონი დაწყებული ცესკოდან, დამთავრებული ქალთა კვოტირებით და ამ კანონით, ეწინააღმდეგება 9 პუნქტს. შეგნებულად მიდის ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩაშალოს ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა. მთავარი ამოცანა წამოსცდა აგერ, 25 ათასი არასამთავრობოს გაკონტროლება და ასევე არჩევნებში მაქსიმალური რეპრესიების გატარება, - ამბობს რომან გოცირიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი