მიხეილ სააკაშვილის ახალი პოლიტიკური ნაბიჯი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს კიდევ უფრო აკონკრეტებს და სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების რეფორმირების ცხრაპუნქტიან ჩამონათვალს აქვეყნებს.
გეგმაში საუბარი იმ ქმედებებზე, რომლებმაც რადიკალურად უნდა შეცვალოს სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების და სასამართლო სისტემებში, უნდა შეზღუდოს ძალოვანი და სპეც უწყებების გავლენა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და ბიზნესზე.