რუსული კანონის განხილვა, დაპირისპირება და აქცია | გამოხმაურებები უცხოურ მედიაში

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები - საპროტესტო აქცია პარალამენტთან და დაპირისპირება პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, საერთაშორისო მედიის ყურადღებას იქცევს. 

CNN-ი წერს, რომ პარლამენტში მოხდა დაპირისპირება მაშინ, როდესაც "მმართველი პარტიის წარმომადგენლები საკამათო კანონპროექტს, "უცხოური აგენტების შესახებ," წარადგენდნენ, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა გააკრიტიკეს და რომელმაც პროტესტი გამოიწვია."

გამოცემა Reuters-ი აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე წერს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს მამუკა მდინარაძეს გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ალეკო ელისაშვილმა სახეში მუშტი დაარტყა."

გამოცემა Al Jazeera-ს სტატიაშიც პარლამენტში, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზეა საუბარი. ასევე აღნიშნულია, რომ "კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციის წინ, მომიტინგეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალეს და სკანდირებდნენ: "არა რუსულ კანონს!"

საპროტესტო აქცია და პარლამენტში მომხდარუ დაპირისპირება The Guardian-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტში "მსგავსი მღელვარება ხანდახან ხდება". გამოცემა კანონპროექტს საკამათოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის "დასავლეთის ქვეყნებმა გააკრიტიკეს."

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი