"რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს და რუსულ კანონთან დაკავშირებით, თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"თბილისში დაკავებები იწყება. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგრამ ძლიერი, პროევროპული ქართველი ხალხი ამბობს: "არა რუსულ კანონს". "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - წერს ევროპარლამენტარი.