"კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ... ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან" | მიშელი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ... ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს.

"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დააახლოებს მასთან", - წერს მიშელი. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი