თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, განაგრძეთ ეს მხარდაჭერა | პრეზიდენტი ელჩებს

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

"თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა", - მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებამ რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი