"ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული" | საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული," - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.

"საფრანგეთი, ისევე როგორც EU, შეშფოთებულია პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის, "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ," გამო. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია EU. ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე," - წერია განცხადებაში.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი