"გელა ხასაია ნაცემია. დალურჯებული აქვს მთელი ტანი. ჩატეხილი აქვს კბილი..." | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გელა ხასაია ნაცემია. დალურჯებული აქვს მთელი ტანი. ჩატეხილი აქვს კბილი", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პარტიის წევრის დაკავებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ასაჯაროებს.

გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი

ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას

აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს

აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს

იგივე სახელწოდების გადაცემა მიჰყავს გირჩი ტვ-ზე

არაფორმალური 'საქველმოქმედო ინდივიდუალური პირია', არც კი ვიცი რამდენი ვინმესთვის აგროვებს ფულს და ეხმარება რითიც შეუძლია

არ ტოვებს არცერთ პროტესტს, ვისი უფლებების დაცვასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე

ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ ხშირად როცა აქ ანტირუსულ პროტესტში იღებს მონაწილეობას, მეორე დღეს გალში მის ოჯახს ადგება 'აფხაზური პოლიცია' და მეგობრულად ურჩევს რომ გელა გაჩერდეს და შეეშვას აქ ყვირილს (იშვიათი კოორდინაცია აქვთ აქაურ და იქაურ რუსებს)

წინა ჯერზე გაასამართლეს 5-ჯერ მასზე დიდი ზომის სპეცრაზმელზე თავდასხმისთვის

გუშინწინ ღამით დაიჭირეს, როდესაც დაგვარბიეს პარლამენტის უკან

30 წუთის წინ გამოვიდა სასამართლოდან (48 საათიანი ვადა ამოიწურა)

ნაცემია. დალურჯებული აქვს მთელი ტანი. ჩატეხილი აქვს კბილი. თავის მოძრაობა უჭირს.

აქ ჩანს როგორ ურტყამენ პირუტყვები: https://www.facebook.com/watch/?mibextid=WC7FNe&v=803024781734460&rdid=09O6xEIi1Age7zq5

აუცილებლად ყველას გიპოვით და დაგსჯით

ისე ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა, - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გელა ხასაიას სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო. ის ამ დროისთვის თავისუფალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი