"არა რუსულ კანონს!" | აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს!" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით, ფლორიდის შტატში, კუნძულ Key West-ზე, აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ რუსული კანონი საქართველოში კრიტიკული მედიის მომავალს საფრთხეს უქმნის და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება. ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია, აშშ-ში ცხოვრობენ, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

"ვფიქრობ, გასულმა 12-მა წელმა ქართული ოცნების რუსული სახე არაერთხელ დაგვანახა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გადამწყვეტი ბრძოლის წინაშე, დღეს, ასე უტიფრად, ქართველ ხალხს აყენებენ არჩევანის წინაშე, რუსეთი ან ევროპა, ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა მრავალი წლის წინ, ჩვენ ავირჩიეთ ევროპა და ჩვენ მრავალი წელია ვიბრძვით, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, ქართველმა ხალხმა ამის ფასი არაერთხელ უკვე გადაიხადა. თუ შევხედავთ სურათს, მივხვდებით ვინ დგას ქართული ოცნების გვერდით, ესენი არიან დგუნები, ესენი არიან პესკოვები, ესენი არიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, თუ გავიხედავთ მეორე მხარეს ქართველ ხალხთან ერთად იბრძვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ისინი იბრძვიან, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ვერ გახდება ევროპის ნაწილი", - ამბობს შოთა კიკნაძე.

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი