ამ კანონის მიღება იქნება "ოცნების" გადაწყვეტილება, რომ აირჩიონ განსხვავებული გზა, ანუ გზა რუსეთისკენ | იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"ამ კანონის მიღება იქნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ აირჩიონ განსხვავებული გზა, ანუ გზა რუსეთისკენ. აქ მთავარი არ არის კანონში არსებული წინადადებები, არამედ აქ უნდა იყოს კონკრეტული არჩევანი რუსეთისკენ მიდიხართ, ამ ტერორისტული სახელმწიფოსკენ და მისი მსგავსი სისტემა გსურთ, თუ ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახთან გაერთიანება. ევროპარლამენტმა უკვე რამდენჯერმე გამოხატა პოლიტიკური ნება და რამდენიმე რეზოლუცია იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა ევროკომისია და ევროპული საბჭო ჯერჯერობით ყოყმანობენ, ეს გასაგებია, ჩვენ არ გვინდა ამან ქართველი ხალხისთვის დახმარების გაწევის პროცესს ზიანი მიაყენოს და კიდევ უფრო უბიძგოს ამ თავისუფლების მოყვარულ ხალხს რუსეთისკენ". 

ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "მთავარ არხთან" ინტერვიუში. 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი