ლანდსბერგისი რუსულ კანონზე: არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგის აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ პირველი მოსმენით ხელმეორედ მიღებული რუსული კანონის ამჟამინდელი ფორმულირება არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. გამოცემა Delfi-ს ცნობით, აღნიშნულზე მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონები, როგორიც მას სურს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. არავინ ცდილობს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვას. თუმცა, სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, აქტიურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, აქტიურად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და სხვა ნაბიჯებს დგამს - მან უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ, რომელშიც გაწევრიანება სურს", - ამბობს ლანდსბერგისი.

მან გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეაჩერა მსგავსი კანონპროექტის განხილვა და დაუბრუნდა ევროკავშირთან კონსტრუქციული დისკუსიის გზას - "მინდა მჯეროდეს, რომ არ არის გვიან" - თქვა მან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი