მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არჩევნების შემდეგ, სამხედრო მრეწველობის აღორძინების პირობას დებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განცხადება დნეპროპეტროვსკში გააკეთა, სადაც ის უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო საწარმო "იუჟმაშში" იმყოფებოდა.
მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, აქტიურად დაიწყოს სამხედრო წარმოება და ეს "დელტას" მაგალითმაც დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებში უკვე ოფიციალურად დასახელებულია პრემიერმინისტრობის კანდიდატად. ის ენმ"-მ და "ძალა ერთობაშიამ" წარადგინეს