დაპირისპირება ზუგდიდში - მამუკა ხაზარაძე მონაწილეების გვარებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძე იმ პირების სახელებსა და გვარებს ასაჯაროებს, რომლებიც მისი თქმით,  ზუგდიდში "ლელოს" საარჩევნო შეხვედრის დროს პარტიის წევრებს თავს დაესხნენ.

"ლელოში" ამბობენ, რომ ინციდენტის უკან ადგილობრივი ხელისუფლება და უშუალოდ ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია დგას. მათი ინფორმაციით, ადამიანები, რომლებმაც საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს, საჯარო მოხელეები არიან.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ, 9 სექტემბერს მოხდა. მამუკა ხაზარაძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი