ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ - უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მადლობას იხდის. 

წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ, თითქმის 6-თვიანი შეფერხების შემდეგ, უკრაინის 61 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტი ახლა სენატს გადაეგზავნება.

"ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე, ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსულ ტერორს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დღეს კენჭი უყარა კანონპროექტს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პაკეტს: ეს არის გამოსავალი სიცოცხლის დასაცავად. მადლობა პირადად სპიკერს მაიკ ჯონსონს, ყველა ამერიკელს, რომელიც, გრძნობს, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ პაკეტის განხილვა აშშ-ს სენატში და პრეზიდენტ ბაიდენისთვის გადაგზავნა სწრაფად მოხდება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხის და ჩვენი სიცოცხლის მხარდაჭერის ყველა გამოვლინებას, რომელიც რუსეთს ასე სურს ნანგრევებში დამარხოს. ამერიკამ აჩვენა თავისი ლიდერობა ომის პირველივე დღეებიდან. სწორედ ამ ტიპის ამერიკული ხელმძღვანელობაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომი, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს." ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი