"კიდევ ერთხელ გამოავლინეთ ლიდერობა" | უკრაინის პრემიერი კონგრესს მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერი აშშ-ის კონგრესს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ, თითქმის 6-თვიანი შეფერხების შემდეგ, უკრაინის 61 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტი ახლა სენატს გადაეგზავნება.

დენის შმიგალი წერს, რომ ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებთან:

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინის თითქმის 61 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ. მადლობა ამერიკელ ხალხს და ორივე მხარის წარმომადგენლებს სოლიდარობისთვის. ველოდებით კანონპროექტის წარმატებით დამტკიცებას სენატში; კიდევ ერთხელ გამოავლინეთ ლიდერობა და უკრაინის მხარდაჭერა" - წერს შმიგალი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი