"ცუდი დღეა პუტინისთვის" | კულება კონგრესში, უკრაინის დახმარების დამტკიცებაზე

გამოქვეყნდა:

ცუდი დღე პუტინისთვის - ასე შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრის შედეგები, რომლითაც უკრაინის 61 მილიარდიანი სამხედრო დამხარის პაკეტი დაამტკიცეს:

"ცუდი დღეა პუტინისთვის. ცუდი დღეა ყველასთვის, ვინც გაბედა დაიჯეროს, რომ ამერიკას შეუძლია მერყეობა, როცა საქმე ეხება იმას, თუ რისკენ და ვისკენ დგას.

ჩვენ მადლობელი ვართ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე მხარის წევრების უკრაინის დახმარების შესახებ დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად მიიღო, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა.

ჩვენ მოუთმენლად ველით კანონპროექტს შეერთებული შტატების სენატში, რომელსაც ხელს მოაწერს პრეზიდენტი და იგრძნობენ ჩვენი მეომრები ფრონტის ხაზზე." წერს დმიტრო კულება

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი