"9 აპრილის გმირების სისხლით მოპოვებულ სამშობლოს არ დავუთმობთ რუსეთს" | დუბლინში ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს!" - ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, საქართველოს საელჩოსთან, ქართველი ემიგრანტების თვითორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ბოლო ერთ კვირაში, ეს რიგით მეორე აქციაა, რომელიც დუბლინში ჩატარდა.

ქართველმა ემიგრანტებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რადგან მას გამჭვირვალობასთან არაფერი აკავშირებს.

"მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში და არ დავუშვებთ რომ ჩვენი შვილები ისევ
საბჭოთა კავშირში გაჩნდნენ. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ხელი
შევუწყოთ მის განვითარებას, რასაც ეს კანონი უდიდეს საფრთხეს უქმნის. 9 აპრილის გმირების სისხლით მოპოვებულ სამშობლოს არ დავუთმობთ რუსეთსა და მის საცეცებს საქართველოში," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კახი გიგაურმა.

ცნობისთვის, ემიგრანტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ ჩააგდებს აღნიშნულ კანონპროექტს, აქციები კვლავ გაგრძელდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი