სამტრედიაში "ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს მანქანა დაუზიანეს

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში "ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გივი ჯულაყიძეს ავტომობილი დაუზიანეს. გივი ჯულაყიძე მომხდარს პოლიტიკური აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, შემთხვევა ღამის საათებში, პარტიის ოფისის წინ მოხდა. 

დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა, მაშინვე დავურეკე პოლიციას და მანქანა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ყველაფერს ჩემს აქტივობებს ვუკავშირებ,  არ მოსწონთ სამტრედიაში მოსახლეობა მხარს რომ გვიჭერს"- ამბობს ჯულაყიძე.

ეს ბოლო 2 დღეში "ლელოს" წევრების წინააღმდეგ პირველი შემთხვევა არ არის. გუშინ, 9 სექტემბერს პარტიის წარმომადგენლებს ზუგდიდში საარჩევნო შეხვედრაზე მიუვარდნენ. როგორც "ლელოს" ლიდერი ამბობს, მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეები გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი