ლაზარე გრიგორიადისი, "ქართული ოცნების" პროპაგანდის სამიზნე, და პოლიტიკური სასამართლოს მიერ საჩვენებლად დასჯილი ახალგაზრდა, დღეს თავისუფალი ადამიანია. მაგრამ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გრიგორიადისი ამ დრომდე საპატიმროში რჩება, რისი მიზეზიც სასამართლოს მხრიდან ბიუროკრატიის ხელოვნურად გაწელვაა. 14 დღე მოითხოვა სახელისუფლებო მანქანამ, რომ სასამართლოდან ერთადერთი დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდეს. საბოლოოდ, იმედია, რომ ეს ტრაგიკომედია მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.
მაგრამ რა ეშველება პოლიტიკურ იარაღად და პროპაგანდის მძევლად გადაქცეულ სასამართლოს, რომელიც ყოველდღიურად აუარესებს მართლმსაჯულების სტანდარტს. ირონიულია, რომ ხელისუფლება სწორედ გაჭვირვალობის არგუმენტით ცდილობს გაამართლოს რუსული კანონის მიღება, ამასობაში კი თავად სწორედ გაუმჭვირვალე სასამართლოს ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.