დუდას თქმით, თუ ნატო გადაწყვეტს, მზად არიან პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთი მზად არის, განათავსოს ბიურთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, თუ ნატო გადაწყვეტს, იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს თავის შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გააკეთა. 

პოლონეთი, ნატოს წევრი და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი, ესაზღვრება როგორც კალინინგრადს, ასევე ბელარუსს. 

"თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ განათავსონ ბირთვული იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ბირთვული იარაღის გაზიარების ნაწილი, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისათვის", - განაცხადა დუდამ გაზეთ Fakt-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინის ომი განიხილა. მარტში ის ეწვია ვაშინგტონს, სადაც შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი