9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ- მიხეილ სააკაშვილის გეგმებს თბილისში ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ - საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმას დღეს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმა რეალისტურია და მათი განხორციელების შემთხვევაში, განსაკუთრებით სამართლებრივ ნაწილში, სამართალდამცავი უწყებები დასავლურ სტანდარტებზე გადავლენ. 

ოპოზიციის მეორე ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე სუბრისაგან და შეფასებებისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მათ საკუთარი პროგრამა აქვთ და კონკურენტების გეგმებს ვერ შეაფასებენ. თუმცა ის, რომ ქვეყანაში სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების რეფორმაა საჭირო, ამაზე ყველა თანხმდება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის აზრით, მესამე პრეზიდენტის გეგმები "შუა საუკუნეებისაა"

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებში უკვე ოფიციალურად დასახელებულია პრემიერმინისტრობის კანდიდატად. ის ენმ"-მ და "ძალა ერთობაშიამ" წარადგინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი