"გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში", - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკავშირის საგარეო სხდომის დასრულების შემდეგ წერს.
"საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასულიყო ბრიუსელში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოზე," - წერს იოზვიაკი.