"თუ ეს კანონი ამოქმედდა, დააზიანებს დამოუკიდებელ მედიას, რომელიც მოქალაქეებისთვის მაღალი დონის ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს", - ამის შესახებ აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს წარმომადგენელმა, რობერტ გილქრისტმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებულია.
"უცხოეთის აგენტების" კანონთან დაკავშირებით აშშ რჩება ღრმად შეშფოთებული, რომ თუ ის ძალაში შევა, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საქართველოს გადაიყვანს მისი ევროპული გზიდან.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ის დააზიანებს დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც ცდილობენ, მოქალაქეებს მაღალი დონის ინფორმაცია მიაწოდონ", - განაცხადა რობერტ გილქრისტიმ [პუბლიკა].
დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა: