უკიდურესად კატეგორიული პოზიცია და ნეგატიური დამოკიდებულება რუსული კანონისადმი. ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დღეს უმძიმესი გაფრთხილებები ისმოდა. სტრასბურგში ღიად აცხადებენ, რომ საქართველო დაემშვიდობება ევროინტეგრაციას, თუ "ქართული ოცნება" მიიღებს რუსულ კანონს. ევროპელი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით მიმართავენ ევროკომისიას შემოიღოს პიროვნული სანქციები, შეაჩეროს საფინანსო დახმარება და გააუქმოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. სანქციების მთავარ სამიზნედ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის წევრები და 83 დეპუტატი სახელდება, რომლებსაც სხდომაზე აგენტებიც კი უწოდეს.