"ამაზრზენი შეურაცხყოფა "ოცნების" "აპარატჩიკების" მიერ რასა იუკნევიჩიენეზე..." | ფოტიგას პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"ამაზრზენი შეურაცხყოფა "ოცნების" "აპარატჩიკების" მიერ რასა იუკნევიჩიენეზე..." - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა X-ზე წერს და ირაკლი კობახიძის მიერ მასსა და რასა იუკნევიჩიენეს შეურაცხყოფას ეხმაურება. 

"მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის მოძრაობით, ჩემი კავშირებით გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და მხარს ვუჭერ თავისუფლებას მთელ მსოფლიოში, როგორც ევროპარლამენტის წევრი. ამრიგად ვყლაპავ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემს მიმართ არის მიმართული "ქართული ოცნების" სხვადასხვა პაიკის მიერ.

მაგრამ მე უნდა ვუპასუხო ჩემი მეგობრის მიმართ მიყენებულ ამაზრზენ შეურაცხყოფას, რასა იუკნევიჩიენეზე "ქართული ოცნების" "აპარატჩიკების" მიერ. ის ლიეტუველებისთვის გმირია Sąjūdis Movement-ის წევრი, ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ადამიანი, რომლის წვლილი ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში, არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს. მას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ისტორიაში." - წერს ევროპარლამენტარი.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი