"თუ ამ კანონს მიიღებენ, არ უნდა დავუშვათ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და სწრაფად უნდა დაწესდეს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ" | ლექსმანი

გამოქვეყნდა:

"თუ ამ კანონს მიიღებენ, არ უნდა დავუშვათ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და სწრაფად უნდა დაწესდეს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე საუბრობს. 

საქართველოს მმართველმა პარტიამ ისევ შემოიღო ეს კანონი - ეს არის ზუსტად იგივე ტექსტი, რომელიც იმეორებს პუტინის რუსეთის კანონს - ეს არის კრემლის გავლენის მცდელობა, ადამიანები, რომლებმაც შესთავაზეს საქართველოს ეს კანონი, დაარღვიეს ყველანაირი მისწრაფება საქართველოს მოსახლეობის და თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოლაპარაკება გაწევრიანებაზე საქართველოსთან. და დახმარების გაწევა ასევე უნდა იყოს დამოკიდებული ამ კანონის მიღებაზე და რაც მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული სანქციები ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ზომები უნდა იყოს მიღებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, - ამბობს ლექსმანი [სინქრონული თარგმანი].

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი