"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ხდება სულ უფრო არაევროპული და ეს კანონი ამის კიდევ ერთი მაგალითია" | მიქსერი

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ხდება სულ უფრო არაევროპული და ეს კანონი ამის კიდევ ერთი მაგალითია," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე საუბრობს.

"ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ხალხის უმრავლესობა ხედავს თავის მომავალს ევროკავშირში, მათ უნდათ, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" სულ სხვა გზით მიდის. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველომ დაიხია უკან დემოკრატიის საკითხებში. იქ არსებობს პრობლემები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ევროპულმა პარლამენტმა მიუთითა ამ ნაკლებზე საქართველოს მთავრობას. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ხდება სულ უფრო არალიბერალური და არა ევროპული. ეს კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმისი, რა გზით მიდის საქართველოს მთავრობა. ეს კანონი გამიზნულია, რომ შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, შეუზღუდოს მას გამოხატვის თავისუფლება და დანერგოს დისკრიმინაცია. სამწუხაროდ, ამ კანონის მიღებას ექნება გავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ქვეყანა რომელიც ასეთ კანონს მიიღებს, ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას," - განაცხადა მიქსერმა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი