"საქართველოს მთავრობის მოქმედება გვიჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ ეპყრობიან ქართველი ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები" | ევროპარლამენტარი პაეტი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მთავრობის მოქმედება გვიჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ ეპყრობიან ქართველი ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები", - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე ევროპარლამენტარი ურმას პაეტი საუბრობს.

ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს საქართველოზე. ეს არის კიდევ ერთი, ბოლო მაგალითი იმისა, როგორ ხდება ზეწოლა ჟურნალისტებზე, რა მდგომარეობაში არის მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მთავრობის მოქმედება გვიჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ ეპყრობიან საქართველოს ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მათ უნდა მიიღონ და განახორციელონ ყველა ზომა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს კანონი დააბრკოლებს საქართველოს მსვლელობას ევროკავშირისკენ და ნამდვილად ხელს არ შეუწყობს იმას, რომ ქართველებმა იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არ არის კორუფცია და რომელიც არის დემოკრატიული, - ამბობს ის [სინქრონული თარგმანი].

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი