თუ ვლაპარაკობთ უცხოელ აგენტებზე, უცხოელი აგენტები არიან ისინი, ვინც არიან საქართველოს მთავრობაში | გალერი

გამოქვეყნდა:

"თუ ვლაპარაკობთ უცხოელ აგენტებზე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან მთავრობაში," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტში,რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებზე განაცხადა:

"მე ასე ვთქვათ, ხელს ვაწერ ყველაფერზე რაც იყო ნათქვამი და ნამდვილად ვეწინააღმდეგები იმას რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ თუ ვლაპარაკობთ უცხოელ აგენტებზე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან ისინი, ვინც არიან საქართველოს მთავრობაში. იმიტომ, რომ მათ შემოაქვთ კანონი, რომელიც ავნებს საქართველოს... მაინტერესებს საით მიექანება საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია? ჩვენ ნამდვილად სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ პროტესტს და ასევე ვუერთდებით მათ, ვინც მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ნამდვილად უნდა დაუწესდეს სანქციები ბატონ ივანიშვილს," - განაცხადა გალერიმ. [სინქრონული თარგმანი]

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი