"მოვუწოდებ ყველა ინსტიტუციას, მიიღოს სანქციები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - და ეს უნდა შეეხოს ხარაზიშვილსაც და ვაჟა სირაძესაც" | აუსტრევიჩუსი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებ ყველა ინსტიტუციას, მიიღოს სანქციები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - და ეს უნდა შეეხოს ხარაზიშვილსაც და ვაჟა სირაძესაც", - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საუბრობს. 

ბატონო კომისარო, ძვირფასო კოლეგებო. ნება მომეცით, მივესალმო საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელს, ბატონ ნიკა გვარამიას. ჩემო კოლეგებო, საქართველოს მთავრობის მცდელობები, შემოიტანონ ეს კანონი, არის იმის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს გავლენა მედიაზე წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მცდელობები, გაამართლო კანონი, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს დემოკრატიულ განვითარებას, ეს არის მცდელობა, დაუბრუნდეს რუსულ კანონს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას და იბრძვის თავისი დასავლური მომავლისთვის. მოვუწოდებ ყველა ინსტიტუციას, რომ მიიღოს გამიზნული სანქციები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - ეს უნდა შეეხოს ხარაზიშვილსაც და ვაჟა სირაძესაც, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - თქვა აუსტრევიჩუსმა [სინქრონული თარგმანი]

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი