როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ოცნება", მაკვირვებენ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან...ივანიშვილი ცდილობს "რუსკი მირი" დაამყაროს საქართველოში | კრამონი

გამოქვეყნდა:

"ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ოცნება" ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან," - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. რუსულ კანონზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი თავის მარიონეტებით ცდილობს "რუსკი მირის" დამყარებას:

"ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო საქართველოდან, ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება" ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა და მარიონეტების პატრონი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს არის ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ დააბრუნოს საქართველო რუსულ ჭაობში. ეს არის ასე ვთქვათ "რუსკი მირი" რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ დაამყაროს საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხალხი არ დარჩება ასე და აუცილებლად გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც მოსახლეობას და ამით მათ ბრძოლას თავისი ევროპული მომავლისთვის," - განაცხადა კრამონმა. [სინქრონული თარგმანი]

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი