"ღრმად პრობლემური და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან" | სახდეპი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

"რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენს მოწოდებად ისევ რჩება, რომ ეს მშვიდობიანი იყოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ სახის პროტესტებს უბიძგებს, რომ ძალადობრივი გახდეს.

მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, კანონპროექტამდე მიდის, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ. კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ იმაზე ვსაუბრობთ, რაც ზეწოლას ახდენს მედია ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და სხვა," - განაცხადა პატელმა.

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი