ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესება გადავადდა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და კვიპროსს შორის დაპირისპირებამ ევროკავშირის მიერ ბელარუსზე სანქციების დაწესება გადაავადა. ევროკავშირის ბოლო სხდომაზე, განსხვავებით დანარჩენი 26 ქვეყნისგან, კვიპროსმა დამატებითი დრო მოითხოვა ბელარუსის საკითხის შესასწავლად, რაც რესურსების ნაკლებობას მიაწერა. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა მიიჩნია, რომ დამატებითი დროის მოთხოვნა განპირობებულია თურქეთთან კონფლიქტით. ისინი ასევე თვლიან, რომ ამ გზით კვიპროსი ინიციატივის მოწინააღმდეგე ქვეყნებს უბიძგებს, რომ დათანხმდნენ, თურქეთსაც დაუწესდეს ბელარუსის მსგავსი სანქციები.

შეგახსენებთ, თურქეთმა 2019 წელს დაიწყო ბუნებრივი აირის მოპოვება კვიპროსის ახლომდებარე ტერიტორიებზე, რაზეც ოფიცურმა ბრიუსელმა თქვა, რომ შესაძლოა, შუაზღვისპირეთში საომარი ვითარების ესკალაცია მოჰყვეს თურქეთის ამ ქმედებას. შედეგად, გასულ ივნისს, კვიპროსმა თურქეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი