რუსული კანონის გაწვევაზე მოწოდებას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები უერთდებიან

გამოქვეყნდა:

კიდევ 6 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს. ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებას და მოწოდებას, რუსული კანონის გაწვევაზე შეუერთდნენ - ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. 

"ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ", - წერს პავილიონისი.

თავდაპირველად ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა განცხადება 5 აპრილს გაავრცელეს. მასში ნათქვამია: 

"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას "ქართველის ოცნებას" გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი