"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.
ორგანიზაციის ცნობით, კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:
კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს მერის პოზიციაზე მიღებულ შრომის ანაზღაურებასაც.
ორგანიზაცია წერს, რომ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის თანახმად, კაპიტონ ჟორჟოლიანი, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კაპიტონ ჟორჟოლიანს არც წინა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში აუსახავს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.