ოლიგარქ ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა საქართველოს ისტორიული შანსის დაკარვის ფასი უჯდება. ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან უკიდურესად ხისტი განცხადებები და უკანასკნელი გაფრთხილება მიუთითებს, რომ საქართველო ყოველდღიურად კარგავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსს და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფანჯარა ქვეყნისთვის შესაძლოა დიდი ხნით დაიხუროს.
რეზოლუციის ტექსტი უკვე შეთანხმებულია და ევროპელი დეპუტატები მას ხვალ უყრიან კენჭს. პოლიტიკოსები ევროკომისიისგან პირდაპირ მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში შეჩერდეს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყოველგვარი მოლაპარაკები. ამ ეტაპზე დეპუტატები თავს იკავებენ სანქციების ოფიციალურ დოკუმენტში ასახვისგან და ივანიშვილის ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს უტოვებენ, გაიწვიოს საქართველოს ევროინტეგრაციის დამაზიანებელი რუსული კანონი.