არ წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანების პირობების დასაკმაყოფილებლად | ვინიკოვი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად ნატოს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამებმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იყო  ჩამოსული, გააკეთა ოფიციალური განცხადება ამ კანონპროექტის ინიცირების შესახებ და დააფიქსირა, რომ ამ ინიციატივის წინააღმდეგია, რადგან ეს ზიანს აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მე ასევე ვნახე განცხადებები ევროკავშირისგან, შარლ მიშელისგან, სხვა ოფიციალური პირებისგანაც და ნატოს მხრიდან მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონი არ წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანების პირობების დასაკმაყოფილებლად", - აცხადებს ვინიკოვი.

იხილეთ სტოლტენბერგის განცხადება:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი