ირანთან, ბელარუსთან და სომხეთთან ერთად ჩინეთი რუსეთში სამხედრო წრთვნებში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი თქმით, სამხრეთ რუსეთში დაგეგმილ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობას სომხეთთან, ბელარუსთან და ირანთან ერთად ჩინეთის ჯარებიც მიიღებენ. წრთვნები, რომელიც თავდაცვისა და ფრონტის მართვის სტრატეგიებს მოიცავს, 20-26 სექტემბერს ჩატარდება.  

"წრთვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ კავშირზე განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სამყარო პანდემიას ებრძვის" - ამბობენ ჩინეთის თვდაცვის სამინისტროში. 

აღსანიშნავია, რომ მზარდია ჩინეთსა და რუსეთს შორის 20 წლის წინ დაწყებული ურთიერთანამშრომლობა;   ორი ქვეყანა რეგულარულად უჭერს მხარს ერთმანეთს, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კონფლიქტები სირიასა და ჩრდილოეთ კორეაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი