წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ | პაპუაშვილი რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაზე ამბობს, რომ "ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა".

მისივე თქმით, ეს რამდენიმე ევროპელი დეპუტატის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელსაც ისინი უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

"ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ასეთი სამწუხარო რეალობა, ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა დღეს, 25 აპრილს, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიას, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი